Wednesday, 12 December 2012

სოც.მედიის ტრენინგი არაქართული სკოლების მოსწავლეთათვის

8-9 დეკემბერს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის. ტრენინგს დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.ვახტანგისის #1 საჯარო სკოლისა და მარნეულის #7,#8 საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.  მოსწავლეები გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებასა და შესაძლებლობებს, შექმნეს საკუთარი ბლოგები და მიიღეს დავალებები ბლოგების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

სიქა-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ყველაზე აქტიური სამოქალაქო ბლოგი" გაიმარჯვა რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Bridge". 
ვულოცავთ გამარჯვებას!

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
  1. რუსთავის #12 საჯარო სკოლა - 23 პოსტი;
  2. რუსთავის #13 საჯარო სკოლა - 14 პოსტი;
  3. რუსთავის #24 საჯარო სკოლა - 11 პოსტი.
გამარჯვებულ კლუბს საჩუქრად გადაეცემა 16 გბ გარე მეხსიერება!

Tuesday, 4 December 2012

1-2 დეკემბრის სოც.მედიის ტრენინგები

1-2 დეკემბერს სიქა-ს ოფისში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი სოც.მედიაში. ლემშვენიერას, კოდას, მარტყოფის, ბოლნისისა და რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში შეისწავლეს ბლოგის შექმნა, სოც.მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება.

Tuesday, 4 September 2012

კონკურსში მონაწილენი

  1. მარიამ სიგუა -  http://marimariamo16.wordpress.com/
  2. ომარ ომაროვი -  http://flygir.wordpress.com/
  3. რუსთავის №10 სკოლის სამოქალაქო კლუბი -  http://me10skola.wordpress.com/
  4. რუსთავის №18 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი -  http://www.bastioni.blogspot.com/
  5. ზურა ბაშელეიშვილი -  http://bazaleti2012.blogspot.com/
  6. რუსთავის  №15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი -  http://aqtiurimoqalaqe.wordpress.com/

Monday, 11 June 2012

სოც.მედიის ტრენინგები მარნეულის №3 საჯარო სკოლაში

9-10 ივნისს მარნეულის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო მარნეულის №2, №3, №6 და №8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, სულ 15 მოსწავლე. ისტ ტრენერმა ხათუნა ციხელაშვილმა თავდაპირველად გააცნო სოც.მედიის დანიშნულება და პროგრამის ფარგლებში შექმნილი პორტალი. ტრენინგის მონაწილენი დარეგისტრირდნენ ელ.ფოსტაში და შექმნეს საკუთარი ბლოგები, ისწავლეს ინფორმაციის განთავსება და სხვადასხვა შაბლონების გამოყენებით ბლოგის დიზაინის შეცვლა. აღნიშნული სკოლები არის არაქართული და ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენებზე. 
სოც.მედიის ტრენინგმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა მხრიდან. 17 ივნისს ტრენინგის შემაჯამებელ შეხვედრაზე ტრენინგის მონაწილენი აპირებენ მოაწყონ თავიანთი სასკოლო სამოქალაქო კლუბების ბლოგების პრეზენტაცია .

სოც.მედიის ტრენინგი

6-8 ივნისს სიქა-ს ოფისში მიმდინარეობდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდა ისტ ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი. ტრენინგებს დაესწრნენ რუსთავის №12, №17 და №20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ 7 მოსწავლე. ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები სხვადასხვა თემაზე, ისწავლეს პოსტების, გაჯეტების დადება, ბლოგის გაფორმება სხვადასხვა შაბლონების გამოყენებით.

სოც.მედიის ტრენინგი წალკის №1 საჯარო სკოლაში

9-10 ივნისს წალკის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის "აისი" 12 წევრი. ტრენინგის მონაწილენი გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებას, დარეგისტრირდნენ ელ.ფოსტაში და შექმნეს საკუთარი ბლოგები, ისწავლეს პოსტების და გაჯეტების დამატება. ტრენინგზე ვერ განიხილეს სოც.მედიის ისეთ ქსელები, როგორიცაა Facebook და Youtube, რადგან სკოლის ინტერნეტით ისინი დაბლოკილია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა კლუბის წევრთა უმეტესობა დარეგისტრირებულია Facebook-ზე. ტრენინგი ჩაატარა "სიქა"-ს ტრენერმა ეთერი პაიჭაძემ, რომელმაც კლუბ "აისის" წევრებს ასევე გააცნო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში შექმნილი პორტალი http://civics.ge/ და ბლოგი http://civic-siqa.blogspot.com/, რომელზეც ასახულია ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის მიდინარეობა. 
კლუბის "აისი" წევრებმა გადაწყვიტეს შექმნან კლუბის ბლოგი და დაგეგმეს რამოდენიმე თემაზე გამოკითხვის ჩატარება თემში, რომლის შესახებ ინფორმაციასაც განათავსებენ ბლოგზე.