Monday 24 February 2014

ტრენინგი "როგორ გადავიღოთ ვიდეო"

21 თებერვალს სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ წარმატებული ბლოგერები, ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული ქეთი შოშიაშვილი და ქეთი ეპიტაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ რუსთავის #1, #4, #15 და #17 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. ქეთი შოშიაშვილმა თანატოლებს გაუზიარა სოც.მედიის ბანაკში მიღებული გამოცდილება. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცვნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.

ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
ტრენინგი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.

Wednesday 19 February 2014

მორიგი ტრენინგი ვიდეოს დამუშავების თემაზე

19 თებერვალს სიქას ორგანიზებით მოეწყო მორიგი ტრენინგი სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სოც.მედიაში. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცვნენ ვიდეოს მონტაჟის ხერხებს პროგრამა Movie Maker-ში და დამუშავებული ვიდეოს განთავსებას ინტერნეტში პორტალზე Youtube-ზე. ტრენინგს დაესწრო რუსთავის #1 და #20 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 6 წევრი. ტრენინგის დასასრულს კლუბში სამუშაოდ გადაეცათ პროგრამის ფარგლებში გამოშვებული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო "ვიდეო ადვოკატირება".

Friday 14 February 2014

სოც.მედიის ტრენინგი ვიდეოს დამუშავების თემაზე

14 თებერვალს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ვიდეოს დამუშავებას პროგრამა Movie maker-ში და მის ატვირთვას ონლაინში პორტალზე Youtube.com. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას.
ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო  "ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის #2, #17, #21 და #26 საჯარო სკოლების 6 მონაწილე.
19 თებერვალს სიქაში დაგეგმილია ანალოგიური ტრენინგი, ხოლო 21 თებერვალს -  მორიგი სოც.მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო".