Monday 29 July 2013

სოც.მედიის ტრენინგი მასწავლებლისათვის

26 და 29 ივლისს სიქა-ს ოფისში სოც.მედიის ტრენინგი ჩაუტარდა გარდაბნის #1 საჯარო სკოლის პედაგოგს ნანა ყანდიაშვილს. გარდაბნის #1 სკოლა ერთ-ერთია იმ ხუთი სკოლიდან ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც წელს დაჯილდოვდა ტექნიკის სრული კომპლექტით.  სამოქალაქო კლუბის "Creative teenagers" ეს წარმატება დიდი სტიმული აღმოჩნდა კლუბის მეურვისთვის.  ქ-ნმა ნანამ გადაწყვიტა, უფრო კარგად დაეუფლოს სოციალური მედიის კომპონენტებს, რათა აქტიურად გამოიყენოს კლუბის მუშაობაში. მისი ინიციატივით მოეწყო ეს ტრენინგიც, რომელზეც მასწავლებელი დარეგისტრირდა ელ.ფოსტაში და ფეისბუკზე და ისწავლა მათი გამოყენება.  

Wednesday 24 July 2013

ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდა!


 2013 წლის მაისში ორგანიზაცია PH International - საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის“ ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანი იყო გამოევლინა მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების თემებზე შექმნილი საუკეთესო ბლოგები. 

ივნისის ბოლოს დასრულდა კონკურსი და გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
1. ახალგაზრდა განმანათლებელი - მედეა ჩუბინიძე,გორის #3 საჯარო სკოლა http://cookingblog4u.blogspot.com/
2. ახალგაზრდა ომბუდსმენი - ქეთი ეპიტაშვილი, მარტყოფის #2 საჯარო სკოლა http://keetblog.wordpress.com/
3. ბუნების დამცველი - მარიამ მოსიაშვილი, ახალციხის #6 საჯარო სკოლა http://chemibuneba.wordpress.com/ 
4. ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი - მანანა ნანძულაშვილი, კასპის #4 საჯარო სკოლა http://mmandzulashvili.wordpress.com/
ეკატერინე ხუბულური, გორის #11 საჯარო სკოლა http://ekakhubuluri.wordpress.com/
5. მოქალაქე ჟურნალისტი - თორნიკე მღებრიშვილი, ახალციხის #2 საჯარო სკოლა http://metiyvelaferze.blogspot.com/
შალვა ჭონიშვილი, ქუთაისის #37 საჯარო სკოლა, http://tfmthoughts.wordpress.com/
6. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი - თამარ ჯაბაური, გორის #12 საჯარო სკოლა http://ertobaa.wordpress.com/

19 ივლისს თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.  გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და iPad. ქვემო ქართლის რეგიონიდან გამარჯვებული გახდა ქეთი ეპიტაშვილი მარტყოფის #2 საჯარო სკოლიდან ნომინაციაში "ახალგაზრდა ომბუდსმენი". 

უკვე ცნობილია ბლოგერების კონკურსის მეორე და მესამე ადგილზე გასულთა სიაც. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მათ შორის არიან ქვემო ქართლის რეგიონის ბავშვებიც.

მეორე ადგილზე ნომინაციაში " ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი" გავიდა მარტყოფის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი შოშიაშვილიhttp://qetushas.wordpress.com/ . ქეთის საჩუქრად გადაეცემა ფოტოაპარატი Nikon COOLPIX S3300 16 MP Digital Camera.
მესამე ადგილზე ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" გავიდნენ 


მესამე ადგილზე გასულნი დაჯილდოვდებიან MP3 პლეერით (Sandisk MP3 player 4GB SDMX20R-004)

ქეთის, ქეთის და მარიამს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!

გვჯერა, რომ ამ გოგონების წარმატება სტიმული იქნება დანარჩენი ბლოგერებისთვის და მომავალ კონკურსებში წარმატებებს ისინიც მიაღწევენ!