"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში PH International წელიწადში 2-ჯერ ატარებს ბლოგების კონკურსს. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე სპეციალური ჟიური თვალყურს ადევნებდა პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ შექმნილ ბლოგებს და 5 თებერვალს გამოვლინდნენ გამარჯვებულნი. ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ გამარჯვებულთა სია.
ქვემო ქართლის რეგიონიდან წარდგენილი ბლოგებიდან ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" II ადგილზე გავიდნენ გვანცა საგანელიძე (რუსთავის #12 საჯარო სკოლა) და სანდრო თათელაძე (კაზრეთის #1 საჯარო სკოლა), ხოლო III ადგილზე - მარიამ მარგველანი (ბარეთის საჯარო სკოლა) და გურამ საყევარიშვილი (კუმისის საჯარო სკოლა).
სიქა ულოცავს მათ ამ წარმატებას!