Wednesday 12 December 2012

სოც.მედიის ტრენინგი არაქართული სკოლების მოსწავლეთათვის

8-9 დეკემბერს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის. ტრენინგს დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.ვახტანგისის #1 საჯარო სკოლისა და მარნეულის #7,#8 საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.  მოსწავლეები გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებასა და შესაძლებლობებს, შექმნეს საკუთარი ბლოგები და მიიღეს დავალებები ბლოგების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

სიქა-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ყველაზე აქტიური სამოქალაქო ბლოგი" გაიმარჯვა რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Bridge". 
ვულოცავთ გამარჯვებას!

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
  1. რუსთავის #12 საჯარო სკოლა - 23 პოსტი;
  2. რუსთავის #13 საჯარო სკოლა - 14 პოსტი;
  3. რუსთავის #24 საჯარო სკოლა - 11 პოსტი.
გამარჯვებულ კლუბს საჩუქრად გადაეცემა 16 გბ გარე მეხსიერება!

Tuesday 4 December 2012

1-2 დეკემბრის სოც.მედიის ტრენინგები

1-2 დეკემბერს სიქა-ს ოფისში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი სოც.მედიაში. ლემშვენიერას, კოდას, მარტყოფის, ბოლნისისა და რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში შეისწავლეს ბლოგის შექმნა, სოც.მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება.