Monday 11 June 2012

სოც.მედიის ტრენინგები მარნეულის №3 საჯარო სკოლაში

9-10 ივნისს მარნეულის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო მარნეულის №2, №3, №6 და №8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, სულ 15 მოსწავლე. ისტ ტრენერმა ხათუნა ციხელაშვილმა თავდაპირველად გააცნო სოც.მედიის დანიშნულება და პროგრამის ფარგლებში შექმნილი პორტალი. ტრენინგის მონაწილენი დარეგისტრირდნენ ელ.ფოსტაში და შექმნეს საკუთარი ბლოგები, ისწავლეს ინფორმაციის განთავსება და სხვადასხვა შაბლონების გამოყენებით ბლოგის დიზაინის შეცვლა. აღნიშნული სკოლები არის არაქართული და ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენებზე. 
სოც.მედიის ტრენინგმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა მხრიდან. 17 ივნისს ტრენინგის შემაჯამებელ შეხვედრაზე ტრენინგის მონაწილენი აპირებენ მოაწყონ თავიანთი სასკოლო სამოქალაქო კლუბების ბლოგების პრეზენტაცია .

სოც.მედიის ტრენინგი

6-8 ივნისს სიქა-ს ოფისში მიმდინარეობდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდა ისტ ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი. ტრენინგებს დაესწრნენ რუსთავის №12, №17 და №20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ 7 მოსწავლე. ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები სხვადასხვა თემაზე, ისწავლეს პოსტების, გაჯეტების დადება, ბლოგის გაფორმება სხვადასხვა შაბლონების გამოყენებით.

სოც.მედიის ტრენინგი წალკის №1 საჯარო სკოლაში

9-10 ივნისს წალკის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის "აისი" 12 წევრი. ტრენინგის მონაწილენი გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებას, დარეგისტრირდნენ ელ.ფოსტაში და შექმნეს საკუთარი ბლოგები, ისწავლეს პოსტების და გაჯეტების დამატება. ტრენინგზე ვერ განიხილეს სოც.მედიის ისეთ ქსელები, როგორიცაა Facebook და Youtube, რადგან სკოლის ინტერნეტით ისინი დაბლოკილია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა კლუბის წევრთა უმეტესობა დარეგისტრირებულია Facebook-ზე. ტრენინგი ჩაატარა "სიქა"-ს ტრენერმა ეთერი პაიჭაძემ, რომელმაც კლუბ "აისის" წევრებს ასევე გააცნო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში შექმნილი პორტალი http://civics.ge/ და ბლოგი http://civic-siqa.blogspot.com/, რომელზეც ასახულია ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის მიდინარეობა. 
კლუბის "აისი" წევრებმა გადაწყვიტეს შექმნან კლუბის ბლოგი და დაგეგმეს რამოდენიმე თემაზე გამოკითხვის ჩატარება თემში, რომლის შესახებ ინფორმაციასაც განათავსებენ ბლოგზე.

სოც.მედიის ტრენინგი

6-8 ივნისს სიქა-ს ოფისში მიმდინარეობდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდა ისტ ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი. ტრენინგებს დაესწრნენ რუსთავის #12, #17 და #20 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ 7 მოსწავლე. ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები სხვადასხვა თემაზე, ისწავლეს პოსტების, გაჯეტების დადება, ბლოგის გაფორმება სხვადასხვა შაბლონების გამოყენებით.

გამოვლინდნენ ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულნი

გამოვლინდნენ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულნი, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდივდებიან. ბლოგერების კონკურსი 7 ნომინაციაში PH-International-მა თებერვლის ბოლოს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს 11 რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს შეეძლოთ. გამარჯვებულთა შორის ქვემო ქართლის რეგიონიდან არის სსიპ ქ.რუსთავის №15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "მე-აქტიური მოქალაქე" ერთ-ერთი ლიდერი მარიამ მხეიძე, რომელმაც ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას!
გამარჯვებული ბლოგები

სოც.მედიის ტრენინგები

7-8 აპრილს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო კრწანისის, მარნეულის #5, რუსთავის #10, #13, #16, #22, #23, #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, სულ10 მოსწავლე. ტრენინგებს უძღვებოდნენ GIPA-ს მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სოც.მედიის ისტორიის, მიზნებისა და შედეგების შესახებ. მოსწავლეები ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში დაეუფლნენ სოც.მედიის ინსტრუმენტებს, შექმნეს საკუთარი ბლოგები, რომლითაც მონაწილეობას მიიღებენ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ჩატარებული ბლოგერების კონკურსში.

ტრენინგი სოც.მედიაში

31 მარტი-1 აპრილს სიქა-ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი სოც.მედიის გამოყენების თემაზე. ტრენინგს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. ვახტანგისის #2, კოდის, კუმისის, გამარჯვებისა და რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცვნენ სოც.მედიის წარმოშობის ისტორიას, შეისწავლეს სოც.მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ საკლუბო მუშაობის გაშუქებისათვის. ტრენინგს უძღვებოდნენ GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სტუდენტები.

სოც.მედიის ტრენინგი სართიჭალის #2 საჯარო სკოლაში

6 მარტს სართიჭალის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა სამოქალაქო კლუბ "იმედის" 12 წევრი. ტრენინგს უძღვებოდა სიქა-ს ტრენერი ეთერ პაიჭაძე. მოსწავლეები გაეცვნენ ბლოგის ინსტუმენტებს და შექმნეს სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგიც, რომელზეც განათავსებენ ინფორმაციებს კლუბის გეგმებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

სოც.მედიის ტრენინგი

21 თებერვალს სოც.მედიის ტრენინგი ჩატარდა სიქა-ს ოფისში. რუსთავის №11, 13, 20 და 21 სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგების კეთება. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ძალიან კარგად ფლობენ სოც.მედიის ინსტრუმენტებს. მათი სახით კიდევ ერთი გუნდი შეემატა ქართველი ბლოგერების პორტალში.

ტრენინგი სოც.მედიაში

13 იანვარს სიქა-ს ოფისში ტრენინგი სოც.მედიაში ჩაუტარდა სსიპ რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერს ნინო კვირიკაშვილს, რომელმაც ისწავლა ბლოგის შექმნა და სხვადასხვა ელემენტებით მისი გაფორმება. ამავე დღეს გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეს ჯილდა ჯაიანს ჩაუტარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომელზეც გაეცნო სოც.მედიის სხვადასხვა ელემენტებს, დარეგისტრირდა facebook-ზე და გაწევრიანდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმშიც.

სიქა-ს მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის გამარჯვებული


სიქა-მ სამოქალაქო კლუბების ბლოგების წახალისების მიზნით ნოემბერში გამოაცხადა  ბლოგერების კონკურსი, რომლის მიზანი იყო აქტიური ბლოგის გამოვლენა. გამარჯვებული გამოვლინდებოდა ოქტომბერი-20 დეკემბრის პერიოდში დადებული პოსტების რაოდენობით, რომლებშიც ასახული იქნებოდა კლუბის სამოქალაქო აქტივობები. კონკურსში აქტიურობდნენ რუსთავის #15, #23, #25 და კაზრეთის #1 საჯარო სკოლები, რადგან ამ სკოლებს აქტიური სამოქალაქო კლუბები აქვთ. ესენია "მე-აქტიური მოქალაქე" (რუსთავის #15 საჯარო სკოლა), "More Action" (რუსთავის #23 საჯარო სკოლა), "ხმა მომავალში"(რუსთავის #25 საჯარო სკოლა) და "საფიხვნო"(კაზრეთის #1 საჯარო სკოლა). კონკურსის მიმდინარეობა აქტიურად შუქდებოდა სიქა-ს ფეისბუკის გვერდზე. ყველაზე მეტი პოსტები კონკურსის ბოლო კვირას დაიდო, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. სიქა-ს ამ ინიციატივის მიზანიც მიღწეულ იქნა - უფრო მეტი ინფორმაციები დაიდო კლუბების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 
გაიმარჯვა კლუბ "საფიხვნოს" ბლოგმა http://sapixvno.blogspot.com/ 23 პოსტით, მას 4 პოსტით ჩამორჩა კლუბი "მე-აქტიური მოქალაქე". გამარჯვებულ ბლოგერს სანდრო თათელაძეს ერგო პრიზი 16გბ გარე მეხსიერება.
ეს კონკურსი ყოველთვიურ სახეს მიიღებს.

სოც.მედიის ტრენინგები სართიჭალის #1 საჯარო სკოლაში

2011 წლის 13-14 დეკემბერს სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ბლოგების შექმნის სწავლება. ტრენინგებს ესწრებოდა კლუბის 15 წევრი. ამ ტრენინგის საჭიროება გამოჩნდა კლუბის წევრებთან წინა დღეებში შემდგარი შეხვედრებისას, როდესაც მათ ინფორმაცია მიიღეს ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის შესახებ, რითაც ძალიან დაინტერესდნენ.

თავდაპირველად ტრენინგის ყველა მონაწილემ ელ.ფოსტა შეიქმნა gmail.com-ში, გაეცნო მასში მუშაობას, შემდეგ დარეგისტრირდა blogger.com-ზე და დაიწყო საკუთარი ბლოგების შექმნა. კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგზე პოსტების დადება და ბლოგის გაფორმება სხვადასხვა გაჯეტებით. ასევე შეიქმნა კლუბ "All stars" ბლოგი, რომელზეც დაიდება ინფორმაციები კლუბის მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ. 
ამ ტრენინგებით კიდევ ახალი ჯგუფი შეემატა ქართველ  ბლოგერებს.

სოც.მედიის ტრენინგები ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

2011 წლის 5-6 ნოემბერს სიქა-ს ოფისმა უმასპინძლა  სოც. მედიის  ტრენინგებს. ტრენინგ კურსის მიზანი  იყო ქვემო   ქართლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სოც. მედიის გამოყენების უნარების გაზრდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში. ტრენერმა სანდრო ასათიანმა  სამოქალაქო კლუბის წევრებს შეასწავლა ბლოგებისა და სოც. მედიის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.მას დახმარებას უწევდნენ ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადებული ბლოგერები: ნინი ბერიძე ,თაზო ჩხაიძე, ქეთი სიფრაშვილი და მე მარიამ მხეიძე.

სოც.მედიის ტრენინგი სიქა-ში

4 ნოემბერს სიქა-ს ოფისში კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ სოც.მედიის ტრენინგი, რომელზეც იმუშავეს gmail-ში რეგისტრაციასა და ბლოგების შექმნაზე. კაზრეთელმა მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები და facebook-ზე გაუზიარეს მეგობრებს. ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ კლუბის მუშაობაში. ტრენინგს, რომელსაც დაესწრო12 მოსწავლე, უძღვებოდა ისტ ტრენერი ეთერი პაიჭაძე.