Friday 11 February 2011

სამუშაო შეხვედრა სიქა-ს ოფისში

10 თებერვალს სიქა-ს ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც  ქ.რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 8 წარმომადგენელი დაესწრო. მათ ჩაუტარდათ ტრენინგი ელ.ფოსტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ. №1, №2 და №5 სკოლის მოსწავლეებმა ისწავლეს ელ.ფოსტით ფაილების მიღება-გადაგზავნა. შეხვედრის შემდეგ დაევალათ სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით  შევსებული აპლიკაციების გადმოგზავნა.

Thursday 3 February 2011

სოციალური მედიის მიზნობრივი გამოყენება

სკოლებიდან შერჩეულ საკონტაქტო პირებს (მოსწავლეებს), რომლებიც პროგრამის კოორდინატორებთან არიან რეგულარულად ონლაინ კავშირში, სოციალური ქსელის გამოყენებით დაეგზავნათ ინფორმაციები საგრანტო პროექტების კონკურსის  შესახებ და მოსწავლეთა  სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო ფორმა.

ისტ ტრენინგები სოციალური ქსელების გამოყენებაში

28-30 დეკემბერს №1 და №25 საჯარო სკოლების მოსწავლეთა კლუბების წარმომადგენლებს (5 მოსწავლე) სიქა-ს ოფისში ჩაუტარდათ ისტ ტრენინგები სოციალური ქსელების გამოყენებაში. კერძოდ, მოსწავლეები დარეგისტრირდნენ gmail.com-ზე, ისწავლეს ელ.ფოსტაში მუშაობა, ინტერნეტში საკუთარი ფოტო-ალბომების შექმნა, გაეცვნენ Facebook.com-ს და შექმნეს მასზე საკუთარი სამომხმარებლო გვერდი მასზე.
მოსწავლეები ასევე გაერკვნენ იმაში, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას კლუბებში მუშაობის დროს.
ბოლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კლუბში მუშაობის დროს როცა დასჭირდებათ ისტ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, ასეთი სახის სამუშაო შეხვედრები კვლავ შედგება.

Tuesday 1 February 2011

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა შექმნის სამოქალაქო განათლების ვებ-გვერდს: http://civics.ge/. ვებგვერდი იქნება სამოქალაქო განათლების სფეროში არსებული ერთადერთი ელექტრონული რესურსი ქვეყანაში, სადაც განთავსდება ინფორმაცია არა მარტო მიმდინარე ინიციატივებთან დაკავშირებით, არამედ სამოქალაქო განათლების სფეროში უკვე განხორცილებული პროექტების შესახებ. ვებგვერდზე განთავსებული იქნება ელექტრონული რესურსები და ინფორმაცია პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის.
პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური მედიის ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეთა, მასწავლებელთა დასხვა დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფებში. ეს კომპონენტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ რა როლი აქვს სოციალურ მედიას თანატოლთა და ზოგადად საზოგადოების მობილიზების და სხვადასხვა თემატიკის ადვოკატირების საკითხებში. ამ კომპონენტის ფარგლებში რეგიონში რეგულარულად მოეწყობა ტრენინგები სოციალურ მედიაში. შედეგად მომზადდება მოსწავლეთა ჯგუფები, რომლებმაც კარგად იციან სოციალური მედიის საშუალებების მიზნობრივი გამოყენება (ბლოგების, Facebook , Youtube და სხვა სოციალური ქსელების შექმნა - გამოყენება). გადამზადებული მოსწავლეები თავის მხრივ მიღებულ ცოდნას გადასცემენ თავიანთ თანატოლებსა და თემის სხვა წევრებს.