Wednesday, 19 February 2014

მორიგი ტრენინგი ვიდეოს დამუშავების თემაზე

19 თებერვალს სიქას ორგანიზებით მოეწყო მორიგი ტრენინგი სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სოც.მედიაში. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცვნენ ვიდეოს მონტაჟის ხერხებს პროგრამა Movie Maker-ში და დამუშავებული ვიდეოს განთავსებას ინტერნეტში პორტალზე Youtube-ზე. ტრენინგს დაესწრო რუსთავის #1 და #20 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 6 წევრი. ტრენინგის დასასრულს კლუბში სამუშაოდ გადაეცათ პროგრამის ფარგლებში გამოშვებული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო "ვიდეო ადვოკატირება".

Friday, 14 February 2014

სოც.მედიის ტრენინგი ვიდეოს დამუშავების თემაზე

14 თებერვალს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ვიდეოს დამუშავებას პროგრამა Movie maker-ში და მის ატვირთვას ონლაინში პორტალზე Youtube.com. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას.
ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო  "ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის #2, #17, #21 და #26 საჯარო სკოლების 6 მონაწილე.
19 თებერვალს სიქაში დაგეგმილია ანალოგიური ტრენინგი, ხოლო 21 თებერვალს -  მორიგი სოც.მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო".

Monday, 28 October 2013

თანასწორგანმანათლებლები სოც. მედიის ტრენინგის საშუალებით მიღებულ ცოდნას თანატოლებს უზიარებენ

23 ოქტომბერს მარტყოფის #2 სკოლაში ჩატარდა პირველი დონის სოც. მედიის ტრენინგი. ტრენინგი ჩაატარეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა ქეთი შოშიაშვილმა და ქეთი ეპიტაშვილმა. ტრენინგს დაესწრო მარტყოფის #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სულ 15 მოსწავლე. ტრენინგზე ახალგაზრდებმა  თანასწორგანმანათლებლების დახმარებით შეისწავლე ელექტრონული ფოსტსის გამოყენება, შექმნეს ბლოგები და აირჩიეს თემა რაზეც მომავალში იმუშავებენ. მოსწავლეები ასევე დეტალურად გაეცვნენ ვიდეო ფაილებთან სამუშაო პროგრამებს, შეისწავლეს სამოყვარულო ფილმების ვიდეო მონტაჟი.
უნდა აღინიშნოს, რომ თანასწოგანმანათლებლები სოციალურ მედიაში წარმატებული ახალგაზრდები არიან: ქეთი ეპიტაშვილმა პირველი ადგილი აიღო ბლოგების კონკურსში ნომინაციაში - "ახალგაზრდა ომბუდსმენი" , ქეთი შოშიაშვილმა კი მეორე ადგილი  იმავე ბლოგერების კონსურსში , ნომინაციაში - " ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი". ქეთი შოშიაშვილი ასევე სოც. მედიის მეორე დონის ბანაკის მონაწილეა. გოგონებმა სხვადასხვა წელს  ასევე მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში.

სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრები ცდილობენ თანატოლებს გაუზიარონ ბანაკებსა და ტრენინგებზე მიღებული ცოდნა, რათა სხვებსაც  მიეცეთ შანსი გახდნენ წარმატებული ბლოგერები, აქტიურად გამოიყენონ სოც. მედიის ინსტრუმენტები საკლუბო მუშაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის.

Monday, 26 August 2013

სამოქალაქო კლუბმა "სუპერვიზია" კლუბის ფეისბუკის გვერდი შექმნა

რუსთავის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "სუპერვიზია" 20 აგვისტოს დაარეგისტრირა კლუბის ფეისბუკის გვერდი https://www.facebook.com/supervizia?ref=hl . გვერდის ადმინისტრატორია კლუბის აქტიური წევრი სალომე აბულაშვილი. ფეისბუკის გვერდზე უკვე განთავსდა კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტომასალა.
კლუბი გეგმავს სამოქალაქო განათლების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რომლებსაც ახალი სასწავლო წლიდან განახორციელებს. 

Wednesday, 14 August 2013

მარნეულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრის დაჯილდოება

13 აგვისტოს სიქა-ს ოფისში მარნეულის #6 სკოლის სამოქალაქო კლუბ "იმედის" ბლოგერს მარიამ ხარაიძეს გადაეცა ბლოგერების კონკურსში მესამე ადგილზე გასვლისთვის სიგელი და მუსიკალური პლეიერი.  
ამავე დღესვე მარიამს გააცნეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სიახლეები: შექმნილია სამოქალაქო კლუბების რეგიონული ქსელი http://civicsnet.ge/, რომელზეც სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგის მონაწილე მოსწავლეები  ათავსებენ ინფორმაციებს საქართველოს ყველა რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტივობების შესახებ; გამოცხადდა მცირე გრანტების მორიგი კონკურსი; სამოქალაქო კლუბის წევრს მიეცა რეკომენდაციები კლუბის მუშაობის გაუმჯობესების კუთხით.

Monday, 29 July 2013

სოც.მედიის ტრენინგი მასწავლებლისათვის

26 და 29 ივლისს სიქა-ს ოფისში სოც.მედიის ტრენინგი ჩაუტარდა გარდაბნის #1 საჯარო სკოლის პედაგოგს ნანა ყანდიაშვილს. გარდაბნის #1 სკოლა ერთ-ერთია იმ ხუთი სკოლიდან ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც წელს დაჯილდოვდა ტექნიკის სრული კომპლექტით.  სამოქალაქო კლუბის "Creative teenagers" ეს წარმატება დიდი სტიმული აღმოჩნდა კლუბის მეურვისთვის.  ქ-ნმა ნანამ გადაწყვიტა, უფრო კარგად დაეუფლოს სოციალური მედიის კომპონენტებს, რათა აქტიურად გამოიყენოს კლუბის მუშაობაში. მისი ინიციატივით მოეწყო ეს ტრენინგიც, რომელზეც მასწავლებელი დარეგისტრირდა ელ.ფოსტაში და ფეისბუკზე და ისწავლა მათი გამოყენება.  

Wednesday, 24 July 2013

ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდა!


 2013 წლის მაისში ორგანიზაცია PH International - საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის“ ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანი იყო გამოევლინა მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების თემებზე შექმნილი საუკეთესო ბლოგები. 

ივნისის ბოლოს დასრულდა კონკურსი და გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
1. ახალგაზრდა განმანათლებელი - მედეა ჩუბინიძე,გორის #3 საჯარო სკოლა http://cookingblog4u.blogspot.com/
2. ახალგაზრდა ომბუდსმენი - ქეთი ეპიტაშვილი, მარტყოფის #2 საჯარო სკოლა http://keetblog.wordpress.com/
3. ბუნების დამცველი - მარიამ მოსიაშვილი, ახალციხის #6 საჯარო სკოლა http://chemibuneba.wordpress.com/ 
4. ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი - მანანა ნანძულაშვილი, კასპის #4 საჯარო სკოლა http://mmandzulashvili.wordpress.com/
ეკატერინე ხუბულური, გორის #11 საჯარო სკოლა http://ekakhubuluri.wordpress.com/
5. მოქალაქე ჟურნალისტი - თორნიკე მღებრიშვილი, ახალციხის #2 საჯარო სკოლა http://metiyvelaferze.blogspot.com/
შალვა ჭონიშვილი, ქუთაისის #37 საჯარო სკოლა, http://tfmthoughts.wordpress.com/
6. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი - თამარ ჯაბაური, გორის #12 საჯარო სკოლა http://ertobaa.wordpress.com/

19 ივლისს თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.  გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და iPad. ქვემო ქართლის რეგიონიდან გამარჯვებული გახდა ქეთი ეპიტაშვილი მარტყოფის #2 საჯარო სკოლიდან ნომინაციაში "ახალგაზრდა ომბუდსმენი". 

უკვე ცნობილია ბლოგერების კონკურსის მეორე და მესამე ადგილზე გასულთა სიაც. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მათ შორის არიან ქვემო ქართლის რეგიონის ბავშვებიც.

მეორე ადგილზე ნომინაციაში " ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი" გავიდა მარტყოფის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი შოშიაშვილიhttp://qetushas.wordpress.com/ . ქეთის საჩუქრად გადაეცემა ფოტოაპარატი Nikon COOLPIX S3300 16 MP Digital Camera.
მესამე ადგილზე ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" გავიდნენ 


მესამე ადგილზე გასულნი დაჯილდოვდებიან MP3 პლეერით (Sandisk MP3 player 4GB SDMX20R-004)

ქეთის, ქეთის და მარიამს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!

გვჯერა, რომ ამ გოგონების წარმატება სტიმული იქნება დანარჩენი ბლოგერებისთვის და მომავალ კონკურსებში წარმატებებს ისინიც მიაღწევენ!