Wednesday, 17 April 2013

ვიდეოს დამუშავების ტრენინგი სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

16 აპრილს სიქა-ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის, რომელზეც მოხდა ვიდეოს დამუშავებისა და ინტერნეტში განთავსების მეთოდების შესწავლა. ტრენინგს დაესწრო რუსთავის #12, #17, #18, #20, #24, #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 13 წევრი. მოსწავლეებს ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოადგებათ კლუბების მიერ გადაღებული ვიდოების დამუშავებისა და ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის.

Monday, 1 April 2013

სიქა აცხადებს აპრილის კონკურსებს

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა აცხადებს 2 კონკურსს:

1. "აქტიური ბლოგი" -  ბლოგის თემატიკა: სამოქალაქო კლუბი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, თანამშრომლობა თვითმმართველობასთან, აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჯანსაღი ცხოვრება, ინტეგრაცია-ტოლერანტობა, გარემოს დაცვა, ადვოკატირება ან სამოქალაქო განათლების სხვა თემატიკა. ბლოგზე აუცილებლად უნდა განთავსდეს ინფორმაცია პროგრამისა (PH International, USAID, სიქა) და  ბლოგის ავტორის შესახებ. მონაწილეობა შეუძლია პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებს 9-12 კლასებიდან.
ბლოგის შეფასების კრიტერიუმები:

  • არჩეულ თემასთან შესაბამისობა;
  • პოსტები სხვადასხვა თემატიკაზე (ერთი თემის რამოდენიმე პოსტი ჩაითვლება 1 პოსტად). 1 თემატური პოსტი -2 ქულა, შესაბამისი სურათი -1 ქულა, ვიდეო - 3 ქულა(თუ ბლოგის ავტორის დამზადებულია, ტიტრებში მითითებით), 1 ქულა (სხვა ავტორის ვიდეო გაზიარებული ბლოგზე).
  • გამოხმაურება მკითხველის მხრიდან (შინაარსიანი კომენტარები). თითო კომენტარი -1 ქულა.
  • დაითვლება მხოლოდ 2013 წლის აპრილში გამოქვეყნებული პოსტები.
კონკურსი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით. 2 მაისს გამოცხადდება გამარჯვებული ბლოგერი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ახლადშექმნილ ბლოგებსაც.

2. "ვიდეო კონკურსი სამოქალაქო კლუბებისთვის" - კონკურსში მონაწილე სამოქალაქო კლუბებმა უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა ტიპის ვიდეოები: გამოკითხვა, ინტერვიუ, სიუჟეტი, ვიდეორგოლი. ვიდეოს თემატიკა: სამოქალაქო კლუბი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, თანამშრომლობა თვითმმართველობასთან, აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჯანსაღი ცხოვრება, ინტეგრაცია-ტოლერანტობა, გარემოს დაცვა, ადვოკატირება ან სამოქალაქო განათლების სხვა თემატიკა. ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეს ინფორმაცია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შესახებ (PH International, USAID, სიქა). ასევე სამოქალაქო კლუბის შესახებაც. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის სამიზნე სკოლებს ქვემო ქართლის რეგიონში.  გაიმარჯვებს კლუბი, რომელიც ყველაზე მეტ და სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს დააგროვებს. ვიდეოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2013 წლის აპრილში, უმჯობესია Youtube-ს პორტალზე. ვიდეოების ლინკები  სიქა-ს უნდა მიაწოდონ ელ.ფოსტაზე  civic.siqa@gmail.com
კონკურსი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით. 2 მაისს გამოცხადდება გამარჯვებული სამოქალაქო კლუბი.

Wednesday, 6 February 2013

ბლოგების კონკურსში გამარჯვებულნი გამოვლინდნენ

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში PH International წელიწადში 2-ჯერ ატარებს ბლოგების კონკურსს. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე სპეციალური ჟიური თვალყურს ადევნებდა პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ შექმნილ ბლოგებს და 5 თებერვალს გამოვლინდნენ გამარჯვებულნი. ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ გამარჯვებულთა სია.
ქვემო ქართლის რეგიონიდან წარდგენილი ბლოგებიდან ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" II ადგილზე გავიდნენ  გვანცა საგანელიძე  (რუსთავის #12 საჯარო სკოლა) და სანდრო თათელაძე (კაზრეთის #1 საჯარო სკოლა), ხოლო   III ადგილზე - მარიამ მარგველანი (ბარეთის საჯარო სკოლა) და გურამ საყევარიშვილი (კუმისის საჯარო სკოლა).
სიქა ულოცავს მათ ამ წარმატებას!

Wednesday, 12 December 2012

სოც.მედიის ტრენინგი არაქართული სკოლების მოსწავლეთათვის

8-9 დეკემბერს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის. ტრენინგს დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.ვახტანგისის #1 საჯარო სკოლისა და მარნეულის #7,#8 საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.  მოსწავლეები გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებასა და შესაძლებლობებს, შექმნეს საკუთარი ბლოგები და მიიღეს დავალებები ბლოგების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

სიქა-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ყველაზე აქტიური სამოქალაქო ბლოგი" გაიმარჯვა რუსთავის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Bridge". 
ვულოცავთ გამარჯვებას!

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
  1. რუსთავის #12 საჯარო სკოლა - 23 პოსტი;
  2. რუსთავის #13 საჯარო სკოლა - 14 პოსტი;
  3. რუსთავის #24 საჯარო სკოლა - 11 პოსტი.
გამარჯვებულ კლუბს საჩუქრად გადაეცემა 16 გბ გარე მეხსიერება!

Tuesday, 4 December 2012

1-2 დეკემბრის სოც.მედიის ტრენინგები

1-2 დეკემბერს სიქა-ს ოფისში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი სოც.მედიაში. ლემშვენიერას, კოდას, მარტყოფის, ბოლნისისა და რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში შეისწავლეს ბლოგის შექმნა, სოც.მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება.

Tuesday, 4 September 2012

კონკურსში მონაწილენი

  1. მარიამ სიგუა -  http://marimariamo16.wordpress.com/
  2. ომარ ომაროვი -  http://flygir.wordpress.com/
  3. რუსთავის №10 სკოლის სამოქალაქო კლუბი -  http://me10skola.wordpress.com/
  4. რუსთავის №18 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი -  http://www.bastioni.blogspot.com/
  5. ზურა ბაშელეიშვილი -  http://bazaleti2012.blogspot.com/
  6. რუსთავის  №15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი -  http://aqtiurimoqalaqe.wordpress.com/