6 მარტს სართიჭალის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა სამოქალაქო კლუბ "იმედის" 12 წევრი. ტრენინგს უძღვებოდა სიქა-ს ტრენერი ეთერ პაიჭაძე. მოსწავლეები გაეცვნენ ბლოგის ინსტუმენტებს და შექმნეს სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგიც, რომელზეც განათავსებენ ინფორმაციებს კლუბის გეგმებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა
Monday, 11 June 2012
ტრენინგი სოც.მედიაში
13 იანვარს სიქა-ს ოფისში ტრენინგი სოც.მედიაში ჩაუტარდა სსიპ რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერს ნინო კვირიკაშვილს, რომელმაც ისწავლა ბლოგის შექმნა და სხვადასხვა ელემენტებით მისი გაფორმება. ამავე დღეს გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეს ჯილდა ჯაიანს ჩაუტარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომელზეც გაეცნო სოც.მედიის სხვადასხვა ელემენტებს, დარეგისტრირდა facebook-ზე და გაწევრიანდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმშიც.
სიქა-ს მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის გამარჯვებული
სიქა-მ სამოქალაქო კლუბების ბლოგების წახალისების მიზნით ნოემბერში გამოაცხადა ბლოგერების კონკურსი, რომლის მიზანი იყო აქტიური ბლოგის გამოვლენა. გამარჯვებული გამოვლინდებოდა ოქტომბერი-20 დეკემბრის პერიოდში დადებული პოსტების რაოდენობით, რომლებშიც ასახული იქნებოდა კლუბის სამოქალაქო აქტივობები. კონკურსში აქტიურობდნენ რუსთავის #15, #23, #25 და კაზრეთის #1 საჯარო სკოლები, რადგან ამ სკოლებს აქტიური სამოქალაქო კლუბები აქვთ. ესენია "მე-აქტიური მოქალაქე" (რუსთავის #15 საჯარო სკოლა), "More Action" (რუსთავის #23 საჯარო სკოლა), "ხმა მომავალში"(რუსთავის #25 საჯარო სკოლა) და "საფიხვნო"(კაზრეთის #1 საჯარო სკოლა). კონკურსის მიმდინარეობა აქტიურად შუქდებოდა სიქა-ს ფეისბუკის გვერდზე. ყველაზე მეტი პოსტები კონკურსის ბოლო კვირას დაიდო, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. სიქა-ს ამ ინიციატივის მიზანიც მიღწეულ იქნა - უფრო მეტი ინფორმაციები დაიდო კლუბების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
გაიმარჯვა კლუბ "საფიხვნოს" ბლოგმა http://sapixvno.blogspot.com/ 23 პოსტით, მას 4 პოსტით ჩამორჩა კლუბი "მე-აქტიური მოქალაქე". გამარჯვებულ ბლოგერს სანდრო თათელაძეს ერგო პრიზი 16გბ გარე მეხსიერება.
ეს კონკურსი ყოველთვიურ სახეს მიიღებს.
სოც.მედიის ტრენინგები სართიჭალის #1 საჯარო სკოლაში
2011 წლის 13-14 დეკემბერს სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ბლოგების შექმნის სწავლება. ტრენინგებს ესწრებოდა კლუბის 15 წევრი. ამ ტრენინგის საჭიროება გამოჩნდა კლუბის წევრებთან წინა დღეებში შემდგარი შეხვედრებისას, როდესაც მათ ინფორმაცია მიიღეს ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის შესახებ, რითაც ძალიან დაინტერესდნენ.
თავდაპირველად ტრენინგის ყველა მონაწილემ ელ.ფოსტა შეიქმნა gmail.com-ში, გაეცნო მასში მუშაობას, შემდეგ დარეგისტრირდა blogger.com-ზე და დაიწყო საკუთარი ბლოგების შექმნა. კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგზე პოსტების დადება და ბლოგის გაფორმება სხვადასხვა გაჯეტებით. ასევე შეიქმნა კლუბ "All stars" ბლოგი, რომელზეც დაიდება ინფორმაციები კლუბის მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ.
ამ ტრენინგებით კიდევ ახალი ჯგუფი შეემატა ქართველ ბლოგერებს.
სოც.მედიის ტრენინგები ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის
2011 წლის 5-6 ნოემბერს სიქა-ს ოფისმა უმასპინძლა სოც. მედიის ტრენინგებს. ტრენინგ კურსის მიზანი იყო ქვემო ქართლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სოც. მედიის გამოყენების უნარების გაზრდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში. ტრენერმა სანდრო ასათიანმა სამოქალაქო კლუბის წევრებს შეასწავლა ბლოგებისა და სოც. მედიის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.მას დახმარებას უწევდნენ ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადებული ბლოგერები: ნინი ბერიძე ,თაზო ჩხაიძე, ქეთი სიფრაშვილი და მე მარიამ მხეიძე.
სოც.მედიის ტრენინგი სიქა-ში
4 ნოემბერს სიქა-ს ოფისში კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ სოც.მედიის ტრენინგი, რომელზეც იმუშავეს gmail-ში რეგისტრაციასა და ბლოგების შექმნაზე. კაზრეთელმა მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები და facebook-ზე გაუზიარეს მეგობრებს. ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ კლუბის მუშაობაში. ტრენინგს, რომელსაც დაესწრო12 მოსწავლე, უძღვებოდა ისტ ტრენერი ეთერი პაიჭაძე.
Subscribe to:
Posts (Atom)

